Borjomi Likani

Awarding Parthner

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, სახელგანთქმული

ბორჯომის მინერალური წყლების სამშობლოში, უმშვენიერესი წიწვოვანი პარკის

შუაგულში მდებარეობს. ბორჯომი ლიკანი ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს

სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. 43 ჰექტარზე გაშლილი ტერიტორია

ოდითგანვე ცნობილი იყო უნიკალური, სამკურნალო თვისებების მქონე,

თვალწარმტაცი ფლორითა და ფაუნით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო

პროცედურებითა და საუკეთესო სერვისით. ბორჯომი ლიკანის მიზანია

მრავალწლიანი გამოცდილებისა და ტრადიციების თანამედროვე სტანდარტებთან

შეთანხმებით შექმნას საუკეთესო ადგილი, სადაც სტუმრები კომფორტულ,

სრულყოფილ დასვენებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ერთმანეთს

იდეალურად შეუთავსებენ.

 

რომანოვების ცნობილი საზაფხულო სასახლე, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე

მდებარეობს, კიდევ ერთი მიზეზია ბორჯომი ლიკანში სტუმრობისათვის.

www.borjomilikani.com