Blog2021-06-18T08:41:22+03:00
July 15th, 2021|
 

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი კომპანია – ალდაგი ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 31 წლის წინ დაარსდა და 90-იანი წლების ბოლოს პირველმა შემოიტანა აგრო დაზღვევა საქართველოს ბაზარზე.

მხოლოდ ალდაგი გთავაზობთ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერი კულტურის დაზღვევის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას მისი დადგომიდან უმოკლეს დროში.

ალდაგში დაზღვევის შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენა მოსავალს დაგიზიანებთ, ზიანს ოპერატიულად შეგიფასებთ და ზარალს ყველაზე სწრაფად აგინაზღაურებთ!

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით, მეწარმე ვაზის დაზღვევისას სადაზღვევო პრემიის 50%-ს, ხოლო სხვა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში 30%-ს იხდის.

ასევე, ალდაგი გთავაზობთ, სახელმწიფო პროგრამის ლიმიტებს ზემოთ, მოსავლის დაზღვევის ინდივიდუალურ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პოლისს და გადახდის მოქნილ გრაფიკს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ალდაგის მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 17 000 000 ლარს აღემატება.

დააზღვიეთ 2021 წლის მოსავალი ალდაგში და შეხვდით სეზონს მშვიდად!

დაგვიკავშირდით

📱 032 2 444 999

May 21st, 2021|

გაიცანი #ქართული

ქართული მეღვინეობის ისტორია 8000 წელს ითვლის, მეცნიერებმა სწორედ 8000 წლის უკან აღმოაჩინეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქები, რომელიც იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. საქართველოს რეგიონებში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია გავრცელებული. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გასაკვირი არ არის, რომ ღვინის ტურიზმი ერთ-ერთი მოთხოვნადი და განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი მიმართულებაა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.

🍇 დღეს, ქვეყნის #შიდატურიზმისმხარდასაჭერად, მცირე მეღვინეობებს გაგაცნობთ.

„შატო ივერი“

საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში მდებარე „შატო ივერი“ ივერიiverri ბერიძის საოჯახო ბიზნესია, რომელსაც ღვინის წარმოების საუკუნოვანი გამოცდილება და ტრადიციები აქვს.

აჭარისწყლის ხეობაში ყურძნის წარმოებისათვის უნიკალური პირობებია. ეს ადგილი ზღვის   დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს, სადაც მზის ინტენსივობა მაღალია. რელიეფის,   მიკროკლიმატის და ნიადაგის ერთობლიობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ხარისხიანი და   ეკოლოგიურად სუფთა საოჯახო ღვინის წარმოებისთვის.

ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე გაშენებულია ცოლიკაურის, ჩხავერის და საწურის ვენახები, ასევე, მცირე რაოდენობით 10-ზე მეტი დასახელების ვაზის ენდემური ჯიში.

ივერი ბერიძის ოჯახის მიწის ნაკვეთში ნაპოვნია ძველი ქვევრები, რაც მიანიშნებს, რომ აქ ვაზის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობდა. წლების განმავლობაში ოჯახმა განავითარა და თანამედროვეობას მოარგო მამა-პაპასგან დატოვებული მეღვინეობის ტრადიციები. ახლა კი მაღალი ხარისხის საოჯახო ცოლიკაურის, ჩხავერის დასაწურის ბიოლოგიურად სუფთა, უნიკალურ ღვინოს აწარმოებენ ,,ივერის ვენახების“ სახელწოდეiveriბით, ღვინის მცირე საწარმოში, ბოთლში ჩამოსხმით.

ოჯახის მიზანია აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი ვაზის ჯიშების აღდგენა და მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაცია.

ბერიძეების შატომ 2020 წელს საუკეთესო სოფლის ტურიზმის სტატუსი მიიღო Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში.

„შატო ატენი“

მეორე შატო, რომელიც ღვინის ჭეშმარიტმა მოყვარულებმა თუ უბრალოდ დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოინიშნონ ქართლის რეგიონში მოგზაურობისას მოსანახულებელი ადგილების სიაში – „შატო ატენია“.18010165_423179864725202_8062666207131118491_n

„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს, ატენის მიკროზონაში, პირველი ვენახის გაშენებიდან     იწყება. 2015 წელს მიღებულმა პირველმა კარგმა მოსავალმა განაპირობა ოთხი სახის ღვინოს     წარმოების დაწყება: ატენურის, ჩინურის, თავკვერის, ხიდისთაურის და სამი სახის ჭაჭას:   კლასიკურის, მუხის კასრში დაძველებულის და ტარხუნაზე დაყენებულის წარმოება. შატოს   უპირატესობა ვენახი და ღვინის დაყენების საკუთარი ტექნოლოგიაა.

2016 წელს უკავშირდება პირველი ბოთლი ღვინოს ჩამოსხმა და სადეგუსტაციო მარანის   გახსნა, სადაც ტურისტებს სთავაზობენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესის   აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციული ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას და   მ ასტერკლასებს.

„შატო ატენში“ ეკოლოგიურად სუფთა ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე. წარმოების პროცესში არ გამოიყენება  საფუარი და ქიმიურ ნივთიერებები. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის71182671_931363183906865_7773856424546795520_n პროცესს მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.

იცით, „შატო ატენის“ ღვინო და ჭაჭა გამორჩეულად გემრიელი და ხარისხიანი რატომაა? რადგან ვაზისა და ვენახის სიყვარული მამა-პაპასგან მოდის, რასაც „შატო ატენში“ მოწიწებით უფრთხილდებიან და შრომობენ საიმისოდ, რომ ვაზის კულტურა ქართლის რეგიონში წარმატებით განვითარდეს.

„შატო ატენი“ 2020 წელს საუკეთესო მცირე მეღვინეობა გახდა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში.

გახსოვდეთ, გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას შეეფერება – მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

 

“შალოშვილის მარანი”

162906589_129763485822368_3302170870129618325_n

ალექსი შალოშვილი კახეთში,  სოფელ შილდაში, მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობს. 1999 წელს გააშენა პირველი ვენახი 3 ჰექტარ მიწის ფართობზე  და შემდეგ დროთა განმავლობაში ვენახის ფართობი 15 ჰექტარამდე გაზარდა. აღნიშნავს, რომ მის ოჯახში ყოველთვის იყო ქვევრი და მცირე ზომის მარანი.

„შალოშვილის მარანი“ 2013 წელს შეიქმნა, რის შემდეგაც აქტიურად დაიწყო საწარმოს მშენებლობა და მისი უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღჭურვა. დღეისათვის საწარმო სრულად არის დაკომპლექტებული თანამედროვე ტექნიკით, რაც შალოშვილებს აძლევს საშუალებას, მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შესთავაზონ, რომლის უდიდესი ნაწილი მათივე ვენახში მოწეული, საუკეთესო ჯიშის საფერავის (ვენახი გაშენებულია ქინძმარაულის ზონაში), რქაწითელის და მწვანეს ჯიშის ყურძნისგან მზადდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმოს დაფუძნებამდე ოჯახი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავდა და თაობიდან თაობას გადასცემდა ქართული ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიციას, რასაც მოწმობს ისიც, რომ კომპანიის დამფუძნებლის, ალექსი შალოშვილის მიერ წარმოებულმა ღვინომ ოჯახში დამზადებულ ღვინის ფესტივალში ორჯერ მოიპოვა მედალი: 2009 წელს – ოქროს მედალი საუკეთესო აღმოსავლური  ღვინის თეთრი ნომინაციაში და 2012  წელს – ბრინჯაოს მედალი საუკეთესო აღმოსავლური თეთრი ღვინის ნომინაციაში.

💭 „ჩვენს ძირითად მიზანს წარმოების განვითარებასთანერთად სტუმრებისათვის ქართული კულტურის გაცნობაც წარმოადგენს, რის ერთ-ერთ საშუალებასაც, ვფიქრობთ, სწორედ ღვინის ტურიზმის განვითარებაა. სწორედ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, სტუმრებისათვის სრული ტურისტული პაკეტის შეთავაზება, რისთვისაც საწარმოს მახლობლად, კახურ ვენახში აშენდა მცირე ზომის სასტუმრო. ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ სრულიად კომფორტულ, მშვიდ გარემოს; მათ შეეძლებათ, დატკბნენ ულამაზესი ხედით ალაზნის ველზე, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები და, რაც მთავარია, ეზიარონ ქართული ღვინის საიდუმლოს.“ – ნინო მოთიაშვილი „შალოშვილის მარანის“ გენერალური მენეჯერი.

„შალოშვილის მარანი“ 2020 წელს, საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო გახდა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში.

 

 

April 5th, 2021|

PKF (1)
“PKF Kaizen”-ი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია საკონსულტაციო მიმართულებით

„ფი ქეი ეფ კაიზენი“ ორგანიზაცია „PKF International“-ის სრულუფლებიანი წევრია და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში. „PKF International“ იურიდიულად დამოუკიდებელი ფირმების გლობალური ქსელია, ყველა წევრი იზიარებს საერთო ღირებულებებს და მოქმედებს ერთი იდეის ფარგლებში

„PKF კაიზენი“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
• ფინანსური აუდიტი
• ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება
• ბუღალტრული აღრიცხვა
• იურიდიული მომსახურება

„ფი ქეი ეფ კაიზენი“-ს გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით. კომპანიის გუნდის წევრები არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, შემფასებლები, აუდიტორები, ლიცენზირებული ადვოკატები და გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტები. ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიების განვითარების საკითხშიც

2020 წელს, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებასთან პარტნიორობის ფარგლებში “ფი ქეი ეფ კაიზენი” ორი ნომინაციის, საუკეთესო პრემიუმ ტიპის სასტუმროს და საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმროს, მხარდამჭერი იყო. კომპანიის წარმომადგენელმა გრიგოლ სიდამონიძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა თანამშრომლობისა და კომპანიის სერვისების შესახებ.

იხილეთ სიუჟეტი 👉 https://bit.ly/2Mm3u24
☎️ 032 224 30 30
📮pkf@pkfgeorgia.com

February 1st, 2021|
Go to Top