Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაჯილდოვდა უამრავი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში.
ნომინაციებზე რეგისტრაცია: განაცხადები მიიღება კომპანიებიდან, ორგანიზაციებიდან და ფიზიკური პირებიდან. განმცხადებლები ირჩევენ შესაბამის კატეგორიებს მათი საქმიანობის პროფილისა და მიღწევების მიხედვით. ნომინაციების შერჩევა და რეგისტრაცია ხდება ჩვენი ვებგვერდის www.wtgawards.com მეშვეობით.
რეგისტრაციის დადასტურება: ნომინანტებს WTG გუნდი რეგისტრაციის დასადასტურებლად უკავშირდება ელ-ფოსტით. ნომინანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, WTG გუნდს მიაწოდონ ინფორმაცია და წარადგინონ მასალები, რომლებიც ადასტურებენ და აძლიერებენ მათ კონკრეტულ ნომინაციებზე შესაბამისობას.
შეფასებისა პროცესი: შეფასების პროცესი შედგება რამდენიმე ეტაპისგან და საბოლოო შედეგები ეფუძნება თითოეული მათგანის დათვლის დაჯამებას.
დაჯილდოება: ფინალისტები და გამარჯვებულები გამოცხადდებიან დაჯილდოების ღონისძიებაზე.
ნომინანტთა განაცხადები ფასდება გამჭირვალე პროცესით, რომელიც აერთიანებს საჯარო ჩართულობასა და დარგობრივ ექსპერტთა შეფასებას. შეფასება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
WTG ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროცესი წარიმართება გამჭვირვალე, სანდო და სამართლიანი მრავალფაზიანი შეფასების ეტაპებით და ემსახურება ჭეშმარიტი წარმატების აღიარებას ტურიზმის ინდუსტრიაში. შეფასების სისტემასა და პროცესს წარმართავს საერთაშორისო კომპანია, Grant Thornton, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული და საკონსულტაციო ორგანიზაცია.
მთლიანი შეფასების პროცესი წარიმართება მკაცრი კონფიდენციალურობისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, ჟიურის წევრები ვალდებულნი არიან აღიარონ და თავი შეიკავონ დაკავშირებული ნომინანტების შეფასებისგან.






+995 591703170
[email protected]
გამოიწერეთ სიახლეები!