კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია მათთვის, ვინც ვიზიტორებს ავთენტურ ადგილობრიც გამოცდილებას სთავაზობს. გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ყველაფერს, რაც საქართველოს უნიკალურ ტურისტულ მიმართულებად აქცევს.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • ტურ ოპერატორები, რომლებიც სთავაზობენ კულტურულ ღონისძიებებს, ან სოფლის გამოცდილებას;
  • ოჯახური სასტუმროები/განთავსება სოფლად;
  • ადგილობრივი მაცხოვრებლები, მზარეულები, ოსტატები და ხელოვანები, რომლებიც ატარებენ ინტერაქტიულ შემეცნებით სესიებს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ტურიზმის პროექტები და ინიციატივები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ავთენტურობა: გამოცდილება ზუსტად ასახავს ადგილობრივ ქართულ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს, კულტურას, გასტრონომიას, ხალხურ რეწვასა და ფოლკლორს, აგრო-მეურნეობას, ეკო-მეგობრულ გარემოსა და ბუნებას;
  2. თემის ჩართულობა: ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს პროცესში და იღებს ეკონომიკურ თუ სოციალურ სარგებელს, რაც აძლიერებს თემის როლს და მდგრად განვითარებას;
  3. კულტურის შენარჩუნება: ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას, მათი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით;
  4. ვიზიტორების ჩართულობა: გულისხმობს სტუმრების ინტერაქტიულ, შინაარსობრივ და შთამბეჭდავ ჩართულობას;
  5. მდგრადი პასუხისმგებლობა: ავლენს სოციალურ და ეკონომიკურ  პასუხისმგებლობას და უფრთხილდება გარემოს;
  6. ინოვაცია: ქმნის ახალ გამოცდილებას შემოქმედებითი მიდგომებით, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების ფონზე;
  7. მომხმარებელთა უკუკავშირი: ასახავს სტუმრების დადებით გამოხმაურებებს, აგრეთვე დადებით ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა ფუნქციონირებდეს და იყოს რეგისტრირებული საქართველოში;
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon