ნომინაცია რესტორნებისთვის, რომლებიცარაფორმალურგარემოშისთავაზობენსტუმრებსმაღალიხარისხისკერძებს, მყუდროატმოსფეროსადაგამორჩეულმომსახურებას. რესტორნები,დემოკრატიული გარემოთი და ფასებით, რომლებიც ყოველგვარი ზედმეტი ფორმალობების გარეშე ქმნიან დაუვიწყარ კულინარულ გამოცდილებას — ისეთ ადგილებს, სადაც როგორც ადგილობრივი მომხმარებლები, ისე ტურისტები თავს გრძნობენ კომფორტულად.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
რესტორნები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში;
გასტრო პაბები, კაფეები, ბისტროები ან კონცეპტუალური კვების ობიექტები;
ცალკეული ან ქსელური რესტორნები;
სასტუმროს კაფეები,რესტორნები;
შეფასების კრიტერიუმი:
საკვების ხარისხი: ხარისხიანი ინგრედიენტების გამოყენება, მენიუს კრეატიულობა და გემოს თანმიმდევრულობა;
ატმოსფერო: კომფორტული, მიმზიდველი სივრცე გააზრებული დიზაინითა და გარემოთი;
მომსახურება: სტუმრის მეგობრული, პროფესიონალური და სწრაფი მომსახურება;
ბრენდის იდენტობა: რესტორნის მკაფიო კონცეფცია, თემა ან კულტურული გავლენა;
სტუმრის უკუკავშირი: პოზიტიური მიმოხილვები და უნარი მიიზიდოს, როგორც ადგილობრივი კლიენტები, ისე ტურისტები;
ინოვაცია: კერძების ინოვაციური შეთავაზებები, უნიკალური მიდგომა;
მდგრადი პასუხისმგებლობა: ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება ყოველდღიურ საქმიანობაში;
რეგისტრაციის წინაპირობები:
უნდა ფუნქციონირებდეს და იყოს რეგისტრირებული საქართველოში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).