კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია სასტუმროებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი, კრეატიული და ორიგინალური კონცეფციით. იქნება ეს დიზაინზე დაფუძნებული ხედვა, სთორითელინგი, მდგრადი განვითარება, კულტურა თუ თემატური მიმართულება — კონცეფტუალური სასტუმროები სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ და ორიგინალურ გამოცდილებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • სასტუმროები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში და აქვთ მკაფიო და ინოვაციური კონცეფცია;
  • თემატური სასტუმროები, ხელოვნებასა და დიზაინზე დაფუძნებული სასტუმროები, ეკოსასტუმროები ან კულტურაზე აგებული კონცეფციები;
  • დამოუკიდებელი ან ქსელში შემავალი სასტუმროები — მთავარია კონცეფცია იყოს ნათლად განსაზღვრული და თანმიმდევრულად განხორციელებული;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ძლიერი კონცეფცი: ორიგინალურობა, თანმიმდევრულობა, უნიკალურობა და კრეატიულობა;
  2. დიზაინი და ატმოსფერო: არქიტექტურა, ინტერიერი და განწყობა, რომელიც შეესაბამება სასტუმროს კონცეფციას;
  3. სტუმრის უკუკავშირი: შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი და ემოციურად დადებითად დატვირთული დასვენება;
  4. ბრენდის იდენტობა: ძლიერი სთორითელინგი და ვიზუალური ბრენდინგი;
  5. ინოვაცია: სასტუმროს კონცეფციის  უნიკალური ინტერპრეტაცია ან განხორციელება;
  6. მდგრადი პასუხისმგებლობა: ეკოლოგიური ან სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნებული პრაქტიკების ინტეგრირება;
  7. ტურიზმის ხელშეწყობა: ადგილობრივი ტურისტული მიმზიდველობისა გაზრდა;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon