კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია რესტორნებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ძლიერი, ორიგინალური და თანმიმდევრულად განხორციელებული კონცეფციით. იქნება ეს თემა, კულტურული გავლენა, დიზაინი, სთორითელინგი თუ უნიკალური გასტრონომიული ფილოსოფია — კონცეპტუალური რესტორნები სტუმრებს სთავაზობენ ემოციური და დაუვიწყარი გემოებით გაჯერებულ გამოცდილებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • რესტორნები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში და გამოირჩევიან მკაფიოდ განსაზღვრული და უნიკალური კონცეფციით;
  • თემატური რესტორნები, დიზაინზე ორიენტირებული სივრცეები, შეფ-მზარეულზე დაფუძნებული საავტორო კონცეფციები, შთაგონებული ადგილობრივი ტრადიციებით, ისტორიებით ან ხელოვნებით;
  • დამოუკიდებელი რესტორნები ან ქსელში შემავალი რესტორნები — მთავარია, კონცეფცია თანმიმდევრულად აისახებოდეს სტუმრის მთელ გამოცდილებაზე;
  • სასტუმროს რესტორნები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ძლიერი კონცეფცი: კრეატიულობა, ინოვაციურობა, უნიკალურობა კონცეფციის თანმიმდევრული განხორციელება;
  2. დიზაინი და ატმოსფერო: ინტერიერი და ვიზუალური ელემენტები, რომლებიც ასახავს რესტორნის იდენტობას და კონცეფციის ხასიათს;
  3. კულინარიული მიდგომა: კერძები, რომლებიც შეესაბამება და აძლიერებს რესტორნის თემას ან კონცეფციას;
  4. სთორითელინგი და ბრენდინგი: ნარატივი და იდენტობა, რომელიც აისახება სტუმართან ურთიერთობის ყველა ეტაპზე;
  5. სტუმრის უკუკავშირი: დაუვიწყარი გამოცდილება გამყარებული დადებითი შეფასებებით;
  6. ინოვაცია: კრეატიული და ინოვაციური მიდგომებისა დანერგვა;
  7.  მდგრადი პასუხისმგებლობა: მდგრადი პასუხისმგებლობის პრინციპების გატარება;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon