ნომინაცია რესტორნებისთვის, რომლებიცგამოირჩევიანთანამედროვეგასტრონომიულიკონცეფციით. ობიექტები, რომლებიც კრეატიულად აერთიანებენ ტრადიციულ გემოსა და თანამედროვე იმპროვიზაციას, სტუმრებს კი სთავაზობენ ახალ, დახვეწილ და თანამედროვე ტენდენციებით აღსავსე გასტრონომიულ გამოცდილებას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
საქართველოს რესტორნები, რომლებიც სპეციალიზდებიან თანამედროვე სამზარეულოზე;
შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით მოქმედი საავტორო რესტორნები, ფიუჟენ-კულინარიის ობიექტები ან დახვეწილი ყოველდღიური კვების კონცეფციაზე დაფუძნებული დაწესებულებები;
დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი რესტორნები, ან ქსელის ნაწილი რესტორნები;
სასტუმროს რესტორნები;
შეფასების კრიტერიუმი:
გასტრონომიული ინოვაცია: ინგრედიენტების, პრეზენტაციისა და ტექნიკის კრეატიული გამოყენება;
მენიუ: დაბალანსებული, სეზონური და თანამედროვე ტენდენციების ასახვა;
საავტორო ხედვა: მკაფიო გასტრონომიული ფილოსოფია;
ხარისხი და თანმიმდევრულობა: მაღალი სტანდარტები ყველა სტუმრის მიმართ;
ატმოსფერო და მომსახურება: თანამედროვე ატმოსფერო და მაღალი ხარისხის მომსახურება;
სტუმრების უკუკავშირი: პოზიტიური მიმოხილვები და აღიარება ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისგან;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).