კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია რესტორნებითვის, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ გამორჩეულ დიზაინს და გამოცდილებას — არქიტექტურის, ინტერიერის ესთეტიკისა და ატმოსფეროს ჰარმონიული შერწყმით. ასეთი რესტორნები გამოირჩევიან არა მხოლოდ კერძებით, არამედ ვიზუალური იდენტობითა და სივრცის შემოქმედებითი დიზაინით, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს სტუმრის საერთო გამოცდილებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • საქართველოში მოქმედი რესტორნები;
  • კონცეფციაზე ორიენტირებული რესტორნები, დიზაინ სტუდიების კოლაბორაციები ან არქიტექტურულად მნიშვნელოვანი სივრცეები;
  • დამოუკიდებელი ან ქსელის ნაწილი რესტორნები;
  • სასტუმროს რესტორნები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. არქიტექტურა და ინტერიერის  დიზაინი: კრეატიულობა, ორიგინალობა და რესტორნის კონცეფციასთან შესაბამისობა;
  2. ატმოსფერო და განწყობა: რამდენად უქმნის სივრცე სტუმრებს ვიზუალურად და ემოციურად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას;
  3. კერძების ხარისხი: ახალი ინგრედიენტების გამოყენება, მენიუს კრეატიულობა და გემოს სტაბილურობა;
  4. ფუნქციონალურობა და კომფორტი: რამდენად ემსახურება დიზაინი, მომსახურების უწყვეტობას და სტუმრის კომფორტს;
  5. ბრენდის ინტეგრაცია: რამდენად ასახვას დიზაინი რესტორნის ბრენდის იდენტობას;
  6. მასალებისა გამოყენება: ხარისხი, მდგრადობა და გააზრებული არჩევანი;
  7. სტუმრებისგან უკუკავშირი: პოზიტიური შეფასებები;
  8. ინოვაცია: თამამი ან ტრენდული ვიზუალური არჩევანი, რომელიც ქმნის ახალ სტანდარტებს;
  9. მდგრადი პასუხისმგებლობა: მდგრადი პრინციპების გათვალისწინება;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

National Tourism Award

Copyrights © 2026 NTAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon