ნომინაცია კომპანიებისთვის, რომლებმაც გამოავლინეს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში სტუმართა მომსახურებისა და სტუმართმოყვარეობის სრულყოფილებისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. უმაღლესი ხარისხის მომსახურების სტანდარტები უნდა განაპირობებდეს სტუმრის დაუვიწყარ გამოცდილებას და უნდა აქტიურად უწყობდეს ხელს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები;
ჰორეკა სექტორი: სასტუმროები და რესტორნები;
როგორც დამოუკიდებელი, ისე დიდი ქსელების ან ჯგუფების წევრი კომპანიები, თუ მომსახურების დონე ამეტებს სტუმართა მოლოდინებს;
შეფასების კრიტერიუმი:
მომსახურების ხარისხი: პროფესიონალიზმი, ყურადღებიანობა და სწრაფი რეაგირება სტუმრების საჭიროებებზე;
პერსონალიზებული მიდგომა: მომსახურების მორგება ინდივიდუალური სტუმრის პრეფერენციებზე და დაუვიწყარი მომენტების შექმნა;
თანმიმდევრულობა: მაღალი მომსახურების სტანდარტების დაცვა სტუმრებთან კონტაქტის ნებისმიერ მომენტში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).