კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია რესტორნებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ “ფერმიდან-მაგიდაზე” კონცეფციით და სტუმრებს სთავაზობენ ადგილობრივად მოყვანილ, ახალ ინგრედიენტებით დამზადებულ კერძებს, რაც ასახავს საქართველოს მდიდარ აგრარულ მემკვიდრეობას. ამ კატეგორიის გამარჯვებული რესტორანი გამოირჩევა  მდგრადობის პრინციპებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით, მხარს უჭერს ადგილობრივ ფერმერებსა და მწარმოებლებს და სტუმრებს სთავაზობს ავთენტურ გასტრონომიულ გამოცდილებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • საქართველოში არსებული რესტორნები, რომლებიც ინგრედიენტებით მარაგდებიან უშუალოდ ადგილობრივი ფერმებიდან და მწარმოებლებისგან;
  • დამოუკიდებელი რესტორნები, ასევე უფრო დიდ ჯგუფებსა და ქსელებში შემავალი რესტორნები, რომლებიც სისტემატურად იყენებენ “ფერმიდან-მაგიდაზე”პრაქტიკას;
  • სასტუმროს რესტორნები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენება: რესტორნის მიერ ადგილობრივად მოყვანილი და წარმოებული პროდუქტების ინტენსიური გამოყენების ხარისხი;
  2. ინოვაცია: კრეატიულობა სეზონური ინგრედიენტების გამოყენებისას, უნიკალური, ახალი კერძების შესაქმნელად;
  3. მდგრადი პასუხისმგებლობა: ნარჩენების შემცირების, ეკო-მეგობრული პრაქტიკის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა;
  4. საკვების ხარისხი: გემო, ახალი პროდუქტები და ზოგადად სუფრის გამოცდილება ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენების საფუძველზე;
  5. ადგილობრივი ზეგავლენა: წვლილი ადგილობრივ თემსა და ეკონომიკაში;
  6. სტუმრის უკუკავშირი: დადებითი გამოხმაურება და სტუმრის კმაყოფილება „ფერმიდან-მაგიდაზე“ კონცეფციის მიმართ;
  7. გამჭვირვალობა: რესტორნის ძალისხმევა, სტუმრებს მიაწოდოს კერძებში გამოყენებული პროდუქტების მოყვანისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon