კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია რესტორნებისთვის, რომელებიც სტუმრებს სთავაზობენ გამორჩეულ, დახვეწილ გასტრონომიულ გამოცდილებას — უნიკალური კერძებით, ელეგანტური ატმოსფეროთი, უზადო მომსახურებითა და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • რესტორნები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში;
  • კვების ობიექტები, რომლებიც ცნობილია დახვეწილი კერძების, პრემიუმ ინგრედიენტებისა და უმაღლესი დონის მომსახურების შეთავაზებით;
  • როგორც დამოუკიდებელ რესტორნებს, ისე სასტუმრო ჯგუფებსა თუ სასტუმროებთან აფილირებულ რესტორნებს;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. გასტრონომიული სრულყოფილება: საკვების მომზადების ხარისხი, ტექნიკა, გემო და კრეატიულობა;
  2. მომსახურების სტანდარტები: მაღალი ხარისხის ‘Fine Dining’ მომსახურება;
  3. ატმოსფერო და დიზაინი: ინტერიერის დიზაინი, ატმოსფერო და ზოგადად ესთეტიკა;
  4. პრეზენტაცია: საკვების ინოვაციური, კრეატიული და დეტალიზებული პრეზენტაცია;
  5. სტუმრის უკუკავშირი: სტუმრების პოზიტიური შეფასებები, მიმოხილვები და გამოხმაურებები;
  6. ინოვაცია: უნიკალური მენიუს კონცეფციები, სეზონური კერძები და თანამედროვე ტექნიკები;
  7. მარკეტინგული კომუნიკაცია:  საკომუნიკაციო არხები, კონტენტი და სთორითელინგი, მედია გაშუქება და ცნობადობა;

 

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon