კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია უძრავი ქონების დეველოპერებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის ინფრასტრუქტურულ ზრდასა და ინოვაციას.  კომპანიების მიერ წარდგენილი პროექტები, რომლებიც გამოირჩევიან არქიტექტურული სრულყოფილებით, სტრატეგიული მდებარეობით, ფუნქციური არქიტექტურითა, დადებითი ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენით.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • საქართველოს მასპინძლობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პროექტების დეველოპერები და ინვესტორები (სასტუმროები, კურორტები, მულტიფუნქციური ტურისტული კომპლექსები და ა.შ.);
  • პროექტები, რომლებიც დასრულდა ბოლო 5 წლის განმავლობაში ან გეგმავენ გახსნას ნომინაციის ვადის დასრულებიდან 12 თვის ვადაში;
  • მივესალმებით როგორც მასშტაბურ, ასევე ბუტიკ პროექტებს;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. არქიტექტურ და დიზაინი: ესთეტიკური ღირებულება, ინოვაცია და გარემოსთან ჰარმონია;
  2. ტურიზმის განვითარება: წვლილი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვიზიტორებისთვის მიმზიდველობის ზრდაში;
  3. მდგრადი პასუხისმგებლობა: ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობა, ენერგოეფექტურობა და მწვანე სივრცეების ინტეგრაცია;
  4. ფუნქციონალურობა: სივრცის ეფექტური გამოყენება, სტუმრების კომფორტი და ოპერაციული ნაკადი;
  5. ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი ეკონომიკიში კონტრიბუცია;
  6. უნიკალურობა და ხედვა: ორიგინალური კონცეფცია ან ხედვა, რომელიც დადებითად გამოარჩევს პროექტს;
  7. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა: ვადები, ფინანსური სტაბილურობა და მზაობა, ან ოპერაციული ეფექტურობა;

 

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

  • პროექტი უნდა იყოს დამტკიცებული და რეგისტრირებული საქართველოში;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon