კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია შემომყვანი ტუროპერატორებისთვის, რომლებმაც  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაში. კომპანიები, რომელებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ტურისტულ მომსახურებას, მრავალფეროვნად წარმოაჩენენ საქართველოს ტურისტულ რესურსებსა და ქმნიან დაუვიწყარ მოგზაურობის გამოცდილებებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • საქართველოში რეგისტრირებული შემომყვანი ტუროპერატორები;
  • როგორც მცირე, ასევე მსხვილი ოპერატორები, რომლებსაც გააჩნიათ დადასტურებული გამოცდილება და აქტიური საქმიანობა შემომყვანი ტურიზმის სფეროში;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. მომსახურების ხარისხი: შეთავაზებული ტურისტული მომსახურებების დიაპაზონი და სანდოობა;
  2. ტურისტის გამოცდილება: ვიზიტორებისთვის ავთენტური და ემოციურად დატვირთული გამოცდილებების შეთავაზების უნარი;
  3. ინოვაცია: ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, მორგებული მარშრუტები და უნიკალური ტურისტული კონცეფციები;
  4. მიმართულების პოპულარიზაცია: საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციის ძალისხმევა;
  5. მდგრადი პასუხისმგებლობა: მდგრადი პრინციპების გათვალისწინება;
  6. მომხმარებლის უკუკავშირი: დადებითი შეფასებები, რეკომენდაციები და საერთაშორისო იმიჯი;
  7. პროფესიული სტანდარტები: სერტიფიკატები, პერსონალის ტრენინგები და სექტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება;

 

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon