ნომინაცია სახმელეთო სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით, საიმედოობით, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით და უსაფრთხოების და მდგრადი პრინციპებისკენ სწრაფვით. კომპანიები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზიტორებისთვის საქართველოში მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებაში.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
ტურისტული ავტობუსებით მომსახურების კომპანიები;
სახმელეთო ტრანსპორტირების პროვაიდერი კომპანიები;
ავტომობილების გაქირავების კომპანიები;
შეფასების კრიტერიუმი:
მომსახურების ხარისხი: პუნქტუალურობა, სისუფთავე, პროფესიონალიზმი და ზოგადი გამოცდილება;
უსაფრთხოების სტანდარტები: ადგილობრივი რეგულაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
მომხმარებლის გამოცდილება: კლიენტების კმაყოფილება, კომუნიკაცია და მხარდაჭერა;
ინოვაცია და ტექნოლოგია: ციფრული საშუალებების გამოყენება (დაჯავშნის სისტემები, ტრეკინგი და ა.შ.);
მდგრადი პრინციპები – საწვავის ეფექტურობა, ეკოლოგიურად სუფთა ოპერაციები;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).