კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია  MICE (შეხვედრები, წახალისებები, კონფერენციები და გამოფენები) გამოცდილების პროვაიდერი კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და პროდუქტს ბიზნეს მოგზაურებისთვის და კორპორატიული ღონისძიებებისთვის საქართველოში. ასეთი მომსახურება ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ MICE ტურისტულ რუკაზე.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • ღონისძიებებისა და საკონფერენციო სივრცეები;
  • DMCs;
  • სასტუმროები და რეზორტ კომპლექსები, რომლებიც სთავაზობენ MICE მომსახურებას;
  • კორპორატიული მოგზაურობისა და წახალისების პროგრამების პროვაიდერები;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. მომსახურების ხარისხი: პროფესიონალიზმი, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა და შესრულება;
  2. მომხმარებლის კმაყოფილება და პარტნიორები: პარტნიორების, მონაწილეების და მომხმარებლების უკუკავშირი;
  3. ინოვაცია: კრეატიული გადაწყვეტილებები ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  4. მარკეტინგული კომუნიკაცია: საკომუნიკაციო არცები, პერსონალიზებული შეთავაზებები, კონტენტი და სთორითელინგი;
  5. მდგრადი პრინციპები: ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პრინციპების გათვალისწინება;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon