კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია MICE სივრცეებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და უნიკალურ სივრცეებს შეხვედრებისთვის, წამახალისებელი ტურებისთვის, კონფერენციებისა და გამოფენებისთვის. გამოირჩევიან სივრცეები, რომლებიც აერთიანებენ ინფრასტრუქტურულ ფუნქციონალურობას, პროფესიონალიზმსა და ინოვაციურ მიდგომებს, რათა მიიზიდონ და წარმატებით უმასპინძლონ კორპორატიულ ღონისძიებებს.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • საკონფერენციო ცენტრები;
  • სასტუმროები და რეზორტ კომპლექსები;
  • საგამოფენო დარბაზები და ღონისძიებების სივრცეები;
  • უნივერსიტეტები, მუზეუმები ან კულტურული მემკვიდრეობის სივრცეები, რომლებიც მასპინძლობენ ბიზნეს ღონისძიებებს;
  • სივრცეები კონფერენციებისთვის ან მრავალფუნქციური კომპლექსები ღონისძიებების ჩასატარებლად;

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ინფრასტრუქტურა და ტევადობა: სივრცის განლაგება, აღჭურვილობა, ტექნიკური შესაძლებლობები და მოქნილობა;
  2. მომსახურების ხარისხი: პერსონალის პროფესიონალიზმი, ღონისძიების მხარდაჭერა და ლოჯისტიკა;
  3. მომხმარებლის უკუკავშირი: ორგანიზატორებისა და მონაწილეების კმაყოფილება და გამოხმაურება;
  4. ინოვაცია: ღონისძიების მასპინძლობის თანამედროვე გადაწყვეტილებები (ჰიბრიდული და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და ა.შ.);
  5. მდგრადი პრინციპები: მწვანე შენობის პრაქტიკები ან მდგრადი პრინციპების დაცვით ოპერირება;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი;

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon