ნომინაცია მთის რეგიონში მდებარე განთავსების ობიექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას, კომფორტს და ავთენტურობას მაღალმთიან გარემოში. ნომინანტებმა უნდა წარმოაჩინონ საქართველოს მთის რეგიონების უნიკალური ხიბლი, ასევე თუ როგორ უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და სტუმრების კმაყოფილებას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები, რეზორტ კომპლექსები და სხვა განთავსების საშუალებები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს მთიან რეგიონებში.
შეფასების კრიტერიუმი:
სტუმრის გამოცდილება და სტუმართმოყვარეობა;
ინტეგრაცია გარემოსთან და ადგილობრივ კულტურასთან;
კომფორტი, სისუფთავე და აღჭურვილობა;
მარკეტინგული საკომუნიკაციო და სარეალიზაციო არხები;
ციფრული ინოვაციები;
მდგრადი პრინციპები;
მთის ტურიზმის ხელშეწყობა;
რეგისტრაციის წინაპირობები:
უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოში და მოქმედი საქართველოს მაღალმთიან რეგიონში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).