ნომინაცია ზღვისპირა განთავსების ობიექტებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ კომფორტს და დაუვიწყარ სტუმრის გამოცდილებას, ასევე ხაზს უსვამენ საქართველოს შავი ზღვის რეგიონის მიმზიდველობას.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
სასტუმროები, რეზორტები, საოჯახო სასტუმროები და სხვა განთავსების ობიექტები, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში.
შეფასების კრიტერიუმი:
სტუმრის კმაყოფილება და მომსახურების ხარისხი;
მჭიდრო კავშირი სანაპირო გარემოსა და ადგილობრივ კულტურასთან;
კომფორტი, სისუფთავე და აღჭურვილობა;
მარკეტინგული საკომუნიკაციო და სარეალიზაციო არხები:
მდგრადი პრინციპები;
ინოვაცია და ტექნოლოგიები;
ზღვისპირა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
რეგისტრაციის წინაპირობები:
უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოში და მოქმედი საქართველოს ზღვისპირა რეგინში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).