კატეგორიის მიმოხილვა:

 

ნომინაცია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აქტიურად ინვესტირებენ თავიანთი პერსონალის პროფესიონალური უნარების, კარიერისა და პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ნომინანტებმა უნდა აჩვენონ სტრატეგიული ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერენ თანამშრომელთა ზრდას, ტრენინგს, შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

 

ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:

 

  • მასპინძლობის სექტორი, ჰორეკა და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში და პრიორიტეტს ანიჭებენ ადამიანური რესურსების განვითარებას.

 

შეფასების კრიტერიუმი:

 

  1. ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ხარისხი და მაშტაბი;
  2. თანამშრომელთა ზრდასა და შენარჩუნებაზე ორიენტირებული პროგრამები;
  3. ინოვაციური მიდგომები ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიაში;
  4. პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  5. ჩართულობა, მრავალფეროვნება და თანაბარი შესაძლებლობები;

 

რეგისტრაციის წინაპირობები:

 

  • უნდა იყოს რეგისტრირებული და მოქმედი საქართველოში;
  • უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ ერთი წელი.

 

როგორ ხდება რეგისტრაცია:

 

  • შეავსეთ ონლაინ ნომინაციის ფორმა www.wtgawards.com-ზე;
  • WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
  • ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).

Welcome to Georgia!

Copyrights © 2025 WTGAWARDS All Rights Reserved.

Left Menu Icon