ნომინაცია აღიარებს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუმჯობესებენ ტურისტულ გამოცდილებას, ამარტივებენ ბიზნეს ოპერაციებს და ხელს უწყობენ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ზრდასა და კონკურენტუნარიანობას. ინოვაციები შეიძლება მოიცავდეს ციფრულ პლატფორმებს, აპლიკაციებს, სისტემებსა ან სერვის მოდელებს.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
სტარტაპები, ტექნოლოგიური კომპანიები, ტურისტული ბიზნესი, რომლებმაც შეიმუშავეს ან დანერგეს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები საქართველოს ტურიზმის სექტორში.
შეფასების კრიტერიუმი:
ინოვაცია და კრეატიულობა;
პრაქტიკული გამოყენება და ფუნქციები;
გავლენა ტურიზმის სექტორზე;
გლობალური განვითარების პერსპექტივის მქონე;
მდგრადი პრინციპები;
რეგისტრაციის წინაპირობები:
ინოვაცია უნდა იყოს გამოყენებული ტურიზმის და/ან მასპინძლობის ინდუსტრიაში;
პროდუქტი უნდა იყოს აქტიურ გამოყენებაში ან ჰქონდეს ფუნქციური პროტოტიპი;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).