ნომინაცია აღიარებს ქალბატონებს ტურიზმის სფეროში, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული ლიდერობით, ინოვაციებით და წვლილით საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. ნომინანტები უნდა იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ტურიზმის სექტორზე, შთააგონეს სხვები და დაეხმარნენ ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში.
ვინ შეიძლება დარეგისტრირდეს:
ქართველი ქალბატონები, რომლებიც არიან ლიდერულ პოზიციებზე ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.
შეფასების კრიტერიუმი:
ლიდერობა და ინოვაცია;
წვლილი ტურიზმის განვითარებაში;
სხვების შთაგონება და მენტორობა;
ინიციატივები;
გენდერული თანსაწორობის პრინციპების ერთგულება;
რეგისტრაციის წინაპირობები:
უნდა იყოს ქართველი ქალი ლიდერი, ანტრეპრენერი ტურიზმის/მასპინძლობის ინდუსტრიაში;
უნდა ჰქონდეს დადასტურებული წვლილი ტურიზმის სექტორში;
ნომინანტი უნდა იყოს აქტიური ინდუსტრიაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში;
WTG გუნდი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას და გამოგიგზავნით ინვოისსა და საჭირო მასალების ჩამონათვალს;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან 48 საათში ხდება რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
ნომინაციის განაცხადის ფორმის გაგზავნიდან ერთ კვირაში ხდება შესაბამისი მასალების მოწოდება. (ფოტოები, სტუმართა გამოხმაურებები, მოკლე ვიდეოები (არ არის სავალდებულო) და ბიზნესის ან პროექტის მოკლე აღწერა).